გახდება თუ არა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ვიდეო გამოძიების დაწყების საფუძველი.
ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ვიდეო მასალა, რომლის მიხედვითაც ცნობილი რუსი პრანკერები ყოფილ ექსპრეზიდენტსა და ყოფილ ომბუდსმენს რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით უკავშირდებიან, მმართველი გუნდის მხრიდან მძიმე ბრალდებების მიზეზი ხდება. „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ ოპონენტები გარე ძალების მხრიდან ფინანსდებიან და ქვეყანაში არეულობას გეგმავენ. განსაკუთრებით, გავრცელებული ვიდეოს ის ნაწილი უმყარებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის გარედან შემცირებულ დაფინანსებაზე წუხს, უჩა ნანუაშვილი კი არაოფიციალურ შეიარაღებულ ქვედანაყოფზე საუბრობს. რა მიზნებისთვის არის საჭირო უცხოური დაფინანსება – ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც ახალ მმართველი გუნდი პასუხს ოპონენტებისგან ითხოვს. თუმცა ექსპრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. რაც შეეხება ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილი კომუნიკაციას ადასტურებს, თუმცა საუბრის თარგმანს დამახინჯებულს უწოდებს.