ზურაბ ზვიადაურს ბრალი წარუდგინეს

ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველის თქმით, ზვიადაურს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ადვოკატის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჯერ გადამოწმების მიზნით გააჩერეს, შემდეგ კი დააკავეს, თბილისში, 16 სექტემბერს. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.