ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ზურაბ წერეთელი დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. დაკრძალვას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი დაესწრნენ.
ზურაბ წერეთელმა 1958 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. ის 5 000-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ნამუშევრის ავტორია. ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“.
მოქანდაკის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.