ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი

ზუკას თასის“ რიგით მე-18 ტურნირი – ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი კაჭრეთის „ამბასადორის“ ოლიმპიურ აუზზე 29 ივნისს გაიმართება. წელს „ზუკას თასის“ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გოგონა წყალბურთელები, რომლებიც ბიჭებთან ერთად თანაბრად იასპარეზებენ. შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდი კი, გარდამავალი თასით დაჯილდოვდება. „ზუკას თასი“ ყველა თაობის წყალბურთელსა და წყალბურთის ქომაგს აერთიანებს და ყოველწლიური შეკრებისა და მზადებისთვის მოუწოდებს.