ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი
თბილისში ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ღონისძიებაზე სიტყვით კომისიის თავმჯდომარე, ლევან აბაშიძე გამოვიდა. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ზურაბ ქაფიანიძის ოჯახის წევრებმაც.