აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ხულო-ზარზმის გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. 47 კმ-იანი მონაკვეთიდან 41 კმ-ზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6 კმ-დან 3 კმ-ზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა. პარალელურად, კურორტ გოდერძიზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი. მოეწყობა თანამედროვე ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა.