ზურაბ პატარაძე აჭარის სატყეო სააგენტოში

18:31, 10.08.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა უწყების ბალანსზე არსებული სპეციალიზებული ტექნიკა. ღონისძიებაზე სააგენტოს საქმიანობა შეაჯამეს და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები განიხილეს. სააგენტო ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციის, აღდგენა-განახლების, მავნებლებთან ბრძოლისა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს. ასევე მიმდინარეობს სანერგე მეურნეობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამუშაოები. ღონისძიების ფარგლებში, სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მსგავსი