ზურაბ ჯაფარიძის ადმინისტრაციული საქმე

პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, თუმცა სანქცია არ გამოუყენებია.

დაცვის მხარის განმარტებით, სამართალდარღვევა საერთოდ არ ფიქსირდება, ამიტომ ისინი საქმის გასაჩივრებას სააპელაციო ინსტანციაში აპირებენ.

ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს და გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ ლიდერს პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.