ზურაბ ჯაფარიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

15:12, 18.10.2018

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ მორიგი საარჩევნო შეხვედრა დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებთან გამართა. „გირჩის“ საარჩევნო პროექტის „გადამარწმუნე“ ფარგლებში ჯაფარიძესა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დებატებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეკითხვები განათლების სფეროსთან დაკავშირებით ჰქონდათ. ასევე, შეკითხვები შეეხებოდა პოლიციის შესაძლო რეფორმირების საკითხს.

ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს მათთვის საინტერესო საკითხებზე საკუთარი ხედვები გააცნო.

 

მსგავსი