ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნა

18:40, 18.05.2026

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ომში დაღუპული მფრინავის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა, ზუგდიდში გმირების პარკში. ადგილზე მისი ოჯახის წევრები, აფხაზეთის მეომართა კავშირის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს ზურაბ იარაჯულის ბიუსტი. დღესვე გახდა ცნობილი  რომ აფხაზეთის მეომართა კავშირი განთავსდება ზუგდიდში. ზურაბ იარაჯული 1993 წლის 13 ივლისს დაიღუპა. მისი თვითმფრინავი მტრებმა  ჩამოაგდეს, მფრინავმა კატაპულტირება მოახერხა, მაგრამ ბრძოლის ხაზის იქით დაეშვა. ზურაბ იარაჯული მტერს არ დანებდა და გმირულად დაიღუპა გუმისთასთან. მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიენიჭა. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით

მსგავსი