ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

18:32, 20.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა.

ის 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. როგორც შსს წარმომადგენელმა აღნიშნა, ჯაფარიძე გზას ხელოვნურად კეტავდა და იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და სწორედ ამის გამო მოხდა მისი დაკავება. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის განცხადებით, ჯაფარიძეს თან ჰქონდა მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც თავად ჯაფარიძემაც დაადასტურა. ცნობისთვის საქართველოში პარლამენტის წევრს ენიჭება ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. მოსამართლის თქმით, შეკრება მანიფესტაციის დროს პიროვნებას იარაღი არ უნდა ქონდეს. ამ გარემოებიდან გამომდინარე ბრალდება ითხოვს ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება შეეზღუდოს სამი წლით. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, იარაღს ის წლებია ატარებს. იმ ფონზე კი რომ მისი პარტიის წევრებს რკინის ხელკეტებით, ფიზიკურად უსწორდებიან, ასევე მასაც ჩაუსაფრდნენ, იარაღი მისთვის თავდაცვის საშუალებაა.

სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს 14 საათზე გამოაცხადებს.

მსგავსი