ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა პოლიტიკოსს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. ჯაფარიძის განცხადებით, შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, დარბაზი კი უკვე სავსე იყო. სხდომაზე, დაცვის მხარემ, დარბაზის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.