ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება – შეფასება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი და რასა იუკნევიჩიენე, ასევე კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმაურებიან. „საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! – ასეთია პეტრას აუსტრევიჩუსის შეფასება. „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ,“ – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
განცხადება გაავრცელა კონგრესმენმა ჯო უილსონმაც. „ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა, უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის მთავარი ფიგურა, ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. მასშტაბური ესკალაცია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემის შემდეგი ნაბიჯია,“ – წერს ჯო უილსონი.