ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს ინფორმაციას. ჯაფარიძის თქმით, მას განუმარტეს, რომ თურქეთში შესვლა 2025 წლიდან აეკრძალა. როგორც ჯაფარიძე წერს საქართველოში მას ხვალ დააბრუნებენ. საქართველოში პროკურატურაში აცხადებენ რომ, მათ თურქეთისთვის არ მიუმართავთ და არ მოუთხოვიათ, ზურაბ ჯაფარიძისთვის აეკრძალათ საზღვრის გადაკვეთა. საბოტაჟის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ჯაფარიძემ ქვეყანა პროკურატურის თანხმობის საფუძველზე დატოვა.