ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროს დატოვებს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის ნომერ მეორე დაწესებულებას 19 დეკემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო დააკავეს და გირაო შეუფარდეს, რომელიც არ გადაიხადა და 22 მაისს გირაო პატიმრობით შეეცვალა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხდომათა დარბაზში დააკავეს. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე, სავარაუდოდ, ახალ განაჩენს დაელოდება. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კიდევ ორი მუხლს ედავება – საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, რომელიც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.