ზურაბ ჩხაიძის განცხადება

მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტის შემდეგ დღეს კომენტარი გააკეთა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, შეხვედრა იყო კოლეგიალური. უცხოელ ექიმებს მსჯავრდებულის მონახულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, ისინი დაეთანხმნენ „ვივამედის“ ექიმების მკურნალობის ტაქტიკას. ჩხაიძის განმარტებით, ექიმებმა დამატებით მოითხოვეს რამდენიმე კვლევის ჩატარება, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობის გამო არ იყო ჩატარებული. ჩხაიძის თქმით, მსჯავრდებულს აქვს წონის მცირედი მატება, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება.

ჯერ-ჯერობით ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის თაობაზე საუბარი არ არის.