ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება

ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, 2019 წლის მარტში დავით სერგეენკომ უკვე აღიარა, რომ სამწუხაროდ, 2020 წლისთვის კომპანია „გილეადისა“ და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებითა და ეგიდით, საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება, რასაც ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი აითვისა. ჯანდაცვის სამინისტროში გარკვეული პრობლემების არსებობას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ცე-ჰეპატიტის სწრაფი ტესტები, ისე მკურნალობის კურსი.