ზურაბ ჭიაბერაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მცირე ბიზნესისთვის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის – 100,000 ლარიანი ზღვრის 200,000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილება ვერ უშველის.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობის მიერ ინიცირებულ საგადასახადო კოდექსს დღეს განიხილავს.