ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის საბჭოს კითხვებს პასუხობს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.

ინტერვიუ ყოველდღიურად ხუთ აპლიკანტთან შედგება. ამ დრომდე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ზურაბ აზნაურაშვილი სცემს კითხვებს პასუხს.

საბჭოს მოსამართლე წევრები ამბობენ, რომ კანდიდატთან გასაუბრების დრო უნდა განისაზღვროს.