ზურაბ ადეიშვილის საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ ერთი მოწმე დაკითხა

ზურაბ ადეიშვილის საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ ერთი მოწმე, ფინანსური პოლიციის ყოფილი სპეცრაზმელი დაკითხა.

მოწმე უშუალოდ მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის გატაცების საქმეში. როგორც ყოფილმა სპეცრაზმელმა სხდომაზე განაცხადა, დავალება უშუალო უფროსისგან, ედიშერ კობახიძისაგან მიიღო, თუმცა, რა მოტივით უნდა გადაეყვანათ გორის სამხედრო ჰოსპიტალში პოლიციის მაშინდელი ლიდერი მოწმისთვის უცნობი იყო.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ არც დღევანდელი ჩვენება და არც წინა პროცესზე დაკითხული მოწმეები უშუალო შემხებლობაში მის დაცვის ქვეშ მყოფთან არ არიან.

მთავარი საგამოძიებო უწყება ზურაბ ადეიშვილს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებას ედავება.