ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სპეციალური განცხადება უკვე წარადგინა. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ადასტურებს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საქმის განხილვა, რომელიც კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში, მაისში უნდა დასრულდეს.