ზურაბ აბაშიძის განმარტება

თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე გავრცელებულ ინფორმაციას ზურაბ აბაშიძე ეხმაურება.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსგავს ინიციატივასთან სახელმწიფო უწყებები არ არიან შემხებლობაში.

ინფორმაცია თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე დღეს ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა.