ზურაბ აბაშიძის განცხადება

როდის შეიძლება გააუქმოს მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საკითხზე მას ექნება კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. მისივე თქმით, გრიგორი კარასინისგან შეზღუდვის მოხსნაზე დადასტურებული ინფორმაცია არ მიუღია. თუმცა სანქციების არ დაწესებაზე ვლადიმერ პუტინის გუშინდელი განცხადების შემდეგ ავიამიმოსვლის აღდგენაზე მოსკოვიდან გარკვეული განცხადებები უკვე ისმის.