ზურაბ აბაშიძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმენენ

დახურულ ფორმატში უნდა მოუსმინოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს.

ზურაბ აბაშიძე კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებს რუსეთთან დიალოგის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

კომიტეტის წევრები პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს კითხვებს გრიგორი კარასინთან შეხვედრის დეტალებზე დაუსვამენ.