გალერეა ვერნისაჟში წარმოდგენილია ზურა სეხნიაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ლაბირინთი.“ ექსპოზიცია შედგება 1970-2020 წლებში შესრულებული მეტალის კოლაჟებისგან. გალერეა ვერნისაჟი ზურა სეხნიაშვილის შემოქმედებას დაარსებიდან, 1996 წლიდან წარმოადგენს. „ლაბირინთი“ გალერეაში მხატვრის მესამე გამოფენაა. გამოიცა რიგით მეორე კატალოგიც. ზურა სეხნიაშვილი 1970-იანი წლებიდან ნონ-კონფორმისტების ჯგუფის წევრი გახდა.
ზურა სეხნიაშვილის გამოფენა „ლაბირინთი“ მხატვრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.