ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში. მხარეებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს, დაცვის მხარემ უდავოდ გახდა ყველა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება და შესაბამისად, პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ზურაბ ჯაფარიძე, ის სასამართლოსა და მოსამართლეს უნდობლობას უცადებს. ადვოკატის განმარტებით, პროცესის დაწყებამდე ჯაფარიძემ დაურეკა და უთხრა, რომ ის არ ენდობა სასამართლოს, რომ სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ დააპატიმრა ნიკა გვარამია და არ აქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი. შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაპირველად გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც არ გადაიხადა, ამის შემდეგ კი, მას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და დააპატიმრეს. წარდგენილი ბრალი ჯარიმას, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამ წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 23 ივნისს გამოაცხადებს.