ზურა ჯაფარიძის დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე.

გუშინდელი აქციის დროს დაკავებულები სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადანაწილებულები. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ დრომდე რჩებიან „გირჩი – მეტის თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე.

ჯაფარიძე ადვოკატმა უკვე მოინახულა. მისი თქმით, ჯაფარიძეს დაზიანებები აღენიშნება როგორც თავის, ისე სხეულის სხვადასხვა არეში. რაც შეეხება გიორგი მუმლაძეს, თანაპარტიელების განცხადებით, დაზიანებები მასაც აღენიშნება.