ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციამ მოსახლეობაში ომის საფრთხის შიშის გასანეიტრალებლად, მოკლე გზავნილი ვერ შეიმუშავა. მალევე მას სოციალურ ქსელში უპასუხა მისივე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, „ქართულმა ოცნებამ“ ეფექტიანი მესიჯით მოიგო, თუ გააყალბა არჩევნები?

ოპოზიური პარტიების ლიდერების არაერთგვაროვან განცხადებებს მორიგ დაპირისპირებად მიიჩნევენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ოპონენტებში ერთობა არ არსებობს.