ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საპროტესტო აქციების მონაწილეები ავრცელებენ. მათი თქმით, შალვა ესართია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში იყო დაბარებული ადმინისტრაციული კოდექსის სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად და მოულოდნელად დააკავეს. მათი თქმით, აქტივისტი უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და მისი მონახულება ვერც ომბუდსმენის წარმომადგენელმა და ვერც ადვოკატმა ვერ მოახერხა.
შალვა ესართია ზუგდიდის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.