ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს

საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა გრძელდება რეგიონებში.

ერთი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი საინიციატივო ჯგუფს. ცვლილებების მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნულოვანი ბარიერით და პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ცვლილებების პროექტებზე დღეს ზუგდიდში იმსჯელეს. განხილვას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, დაისვა შეკითხვები 20-21 ივნისის მოვლენებზეც, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა.