ზუგდიდში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა
აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით, ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტის გახსნას ესწრებოდნენ ვეტერანები, სამხედრო პირები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.
გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნა ზუგდიდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირის ხსოვნის პატივის მიგება და მისი ღვაწლის უკვდავყოფაა.
იქვე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება „გიორგი ანწუხელიძე – გმირის გზა“, რომელიც ეროვნული გმირის ცხოვრებას, საბრძოლო გზასა და გმირულ ისტორიას ეძღვნება.