ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დილიდან ხალხმრავლობაა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ისაუბრეს 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობაზე.

9 აპრილს დაღუპულებს სამეგრელოს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიაგეს პატივი.