ზუგდიდში 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს

ზუგდიდში, ექვს ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს. მათ შორის ბინები მიიღეს ნგრევად შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა.

ზუგდიდში 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.