ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „დროას“ წარმომადგენელს მარიამ სიჭინავას 4000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა.
მოსამართლემ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუასთვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებაში. სიჭინავას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას შსს ს თანამშრომლები ითხოვდნენ. პოლიციელების განცხადებით, ზუგდიდში, 20 მაისს რესტორნიდან გამოსულ ზარქუას სიჭინავამ და მისმა თანმხლებმა პირმა კერენ ესებუამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიჭინავას ადვოკატის განმარტებით, კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ოპოზიციონერი აქტივისტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა. მათივე პოზიციით, შეურაცხყოფა აქეთ ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა მიაყენეს. დღესვე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კერენ ესებუაც ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ზარქუასათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში და 3500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.