ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კამათი მედიკამენტების დაფინანსების შესახებ მერიის პროგრამის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა ადამიამ უკმაყოფილება დააფიქსირა პროგრამით მოსარგებლეთა 150 ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბათლომე შელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და იქ განვითარებული პროცესები „შოუდ“ შეაფასა. მისი რეაქცია საკრებულოში უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის კამათს მოჰყვა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ პაატა ადამიას „საჩუქრად“ ცოცხები გადასცა.

დატოვე კომენტარი