ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა დილიდან ორჯერ ჩაიშალა. შეხვედრა 12 იანვრამდე გადაიდო. სხდომა თავდაპირველად 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო, ერთი საათით გადაიდო. სხდომას საკრებულოს 19 წევრი ესწრებოდა, 17 „ქართული ოცნებიდან“ და ორი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი.

სხდომაზე არ გამოცხადებულან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ზუგდიდის საკრებულოს 45 წევრი ჰყავს. 22 „ნაციონალური მოძრაობის“, 20 – „ქართული ოცნების“ და სამი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი.