ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის განცხადება

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ-სა და აიპებში თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მიუღებელ პირებს 1-თვიან ხელშეკრულებებს უფორმებენ, მათ შორის საკმაოდ სტაჟიან თანამშრომლებსაც. კალანდიას განცხადებით, მსგავსი ხელშეკრულების გასაფორმებლად მერიას 350-კაციანი სია აქვს. მან ამ ადამიანებს საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლისკენ მოუწოდა.