ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

12:06, 20.08.2025

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმა, განათლების მინისტრმა და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს. ახალი სასწავლო კორპუსი მოიცავს აუდიტორიებს, ლაბორატორიებსა და ადმინისტრაციულ სივრცეებს. კორპუსში ასევე მოეწყო უწყვეტი განათლების ცენტრი და ბიბლიოთეკა, რომელიც ემსახურება როგორც სტუდენტებს, ისე უწყვეტი განათლების პროგრამებში ჩართულ პირებს რეგიონის მასშტაბით. 250 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა საქართველოს განათლების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი