ზუგდიდის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები

21:55, 01.03.2026

მრავალპროფილური სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პოტენციალი, მოზარდთა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარების პროცესში, თითოეული აღსაზრდელის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა მორგებული. სასახლეში ათწლეულებია ფუნქციონირებს ქართული და სამეჯლისო ცეკვების სტუდიები, ხალხურ და თანამედროვე საკრავთა ბენდები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინტელექტუალური კლუბი „რა, სად, როდის“ და სხვა არაერთი მიმართულება. 2018 წლიდან სასახლეში ფუნქციონირებს საბალეტო სტუდიაც. სწორედ პატარა ბალერინებს ეძღვნებათ ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი