ზუგდიდის საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტი მესტიიდან ზუგდიდში მართვით სუნთქვაზე მყოფი პირველ იანვარს გადაიყვანეს.

პაციენტს, როგორც საავადმყოფოშიც ადასტურებენ, ვირუსის ყველა სიმპტომი აღენიშნებოდა, თუმცა, მას ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

ექიმები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.