ზუგდიდის პოლიკლინიკიდან თანამშრომლების გათავისუფლებას დაპირისპირება მოჰყვა
ხმაური იყო ზუგდიდის პოლიკლინიკაში. მიზეზი სამსახურიდან ცხრა თანამშრომლის გათავისუფლებაა. ისინი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან. გათავისუფლებულებმა პოლიკლინიკის დირექტორისგან მოითხოვეს განმარტება, თუ რის საფუძველზე გაუშვეს სამსახურიდან, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია ნეპოტიზმსა და კლანურ მმართველობაში დაადანაშაულა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ანი წითლიძემ, რომელიც გათავისუფლებულთა მხარდასაჭერად მოვიდა. პოლიკლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ცხრა გათავისუფლებულიდან, ხუთს აქვს საყვედური ან გაფრთხილება და მათ არ დააბრუნებს, ხოლო ოთხს შესთავაზა, დაელოდონ ფინანსური პრობლემების მოგვარებას.
სამსახურიდან გათავისუფლებულები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. მათი პრობლემების შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“.