ზუგდიდის მერობის კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება.

მამუკა წოწერიამ მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები ადგილობრივებს ახალკახათში გააცნო. მერობის კანდიდატი სოფელში ფერმერ მერაბ წარიასაც შეხვდა, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით სრულიდ უფასოდ გააშენა მოცვის პლანტაცია, ამჟამად კი კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამის იაფი კრედიტის დახმარებით სამაცივრე მეურნეობას აშენებს. მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.