სატრანსპორტო აკრძალვა ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის გზის შავღელეს მონაკვეთზე

ზუგდიდი- ჯვარი-ხაიში- მესტიის საავტომობილო გზის შავღელეს მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით,  ინტენსიური ნალექის გამო, უკვე ერთი კვირაა მოსახლეობას პრობლემები აქვს. გზის სავალ ნაწილზე დიდი რაოდენობით ტალახი და წყალი მოედინება.  ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა, თუმცა ჯერ-ჯერობით გზის სრულად გახსნა ვერ ხერხდება. პრობლემური მონაკვეთის ორივე მხარეს ათეულობით მსუბუქი და სატვირთო მანქანაა გაჩერებული.