ზუბალაშვილების უნიკალური არქივი

ძმებ ზუბალაშვილების უნიკალური არქივი ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი.

ქართველი მრეწველების და ქველმოქმედების შთამომავლების მიერ წლების შემდეგ სამშობლოში ჩამოტანილი კოლექცია ქველმოქმედების არაერთ ისტორიას და უნიკალურ ფოტომასალებს აერთიანებს. მათ შორისაა დიმიტრი ერმაკოვის ცნობილი ფოტოალბომი, ძმების პირადი ნივთები და არაერთი ცნობილი პროექტის დაფინანსების მასალები.