განათლების რეფორმის ფარგლებში ზრდასრულთა გადამზადების ახალი პროგრამები იწყება.
სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მსმენელთა რეგისტრაცია 25 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ. სიახლეები განათლების მინისტრმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს „ტექნოპარკში“ გააცნო.