ზონალური პარკირება

ოქტომბრიდან მანქანის გაჩერების წესები თბილისის კიდევ ექვს ქუჩაზე იცვლება.

ზონალური პარკირება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზეც უნდა დაინერგოს. ეს კი ნიშნავს, რომ მითითებულ უბნებში ავტომობილის 15 წუთზე მეტი დროით გაჩერების შემთხვევაში, მძღოლს თანხის გადახდა მოუწევს. ახალი სისტემა თავის დროზე საცობების და სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით დაიგეგმა.

ორბელიანის მოედნის შემდეგ ზონალური პარკირების მოდელი, სავარაუდოდ უკვე საბურთალოს რაიონში ამოქმედდება.