ზოგადი განათლების რეფორმა

ახალი სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ახალ სტანდარტებს აამოქმედებს.

გაუქმდება მასწავლებლებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა, დაწინაურების მსურველი პედაგოგები ჩააბარებენ გამოცდებს. მათთვის აღარ იქნება სავალდებულო თვითშეფასების პორტფოლიოს წარმოება. სამინისტროს განმარტებით ბიუროკრატიის ნაცვლად მთავარი აქცენტი საგაკვეთილო პროცესზე გადადის. კიდევ ერთი მთავარი სიახლე – განათლების სამინისტრო ყველა სკოლას ინდივიდუალურად შეაფასებს, რის შედეგადაც დადგინდება შესაბამისი გაძლიერების გეგმა.