ზოგადი განათლების რეფორმა – ახალი კონცეფცია 

21:59, 28.01.2026

ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი ცვლილებების პრაქტიკაში გადმოტანა იწყება.

კონცეფცია არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. მათ შორის მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება, იზღუდება გაკვეთილის დროს მობილურის გამოყენების წესი. შემოდის ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა საგანში სწავლება განათლების სამინსიტროს მიერ დამტკიცებული ერთ სახელმძღვანელოთი მოხდება. ეს ვალდებულება გავრცელდება კერძო სკოლებზეც. ცვლილებებია რეგისტრაციის წესში. სკოლებში ჩარიცხვა, მხოლოდ ექვსი წლის ასაკიდან და საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დამამთავრებელ კლასებს, კონცეფციის თანახმად, მე-11 კლასი ორიენტირებული იქნება მოსწავლეების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაზე, მე-12 კლასი კი მხოლოდ მოსწავლეთა მოთხოვნის საფუძველზე  შეიქმნება.

რა მიზანს ემსახურება ცვლილებები და რატომ აკრიტიკებს კონცეფციას ოპოზიცია – მარიამ აფციაური გიამბობთ.

მსგავსი