ზოგადი განათლების ახალი ხედვა 

18:33, 16.04.2025

განათლების მინისტრმა, სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად, ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა.

განსაკუთრებული ყურადღება, სკოლებში საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამახვილდა. უწყების ხელმძღვანელის მხრიდან აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასწავლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, რაც STEAM განათლების გაძლიერებასა და მრავალფეროვანი პლატფორმების შეთავაზებას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებმა, ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერებასა და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებაზეც ისაუბრეს.

მსგავსი