„ზნეობის“ წარმომადგენლები ვერის ბაღში იკრიბებიან

საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია „ღირსების მარში“ ჩაშალონ. მისივე თქმით, ვერის ბაღში უკვე იკრიბებიან, რომ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელონ.

ფალავანდიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში გაიგებენ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილს, დღესვე მივლენ იმ მიზნით და მოთხოვნით, რომ მარში არ გაიმართოს. მისივე ინფორმაციით, მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.